ირაკლი კობახიძემ ხუთ ახალი რწმუნებული დანიშნა

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხუთი ახალი რწმუნებული დანიშნა. რწმუნებულები შეიცვალნენ მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
· მცხეთა-მთიანეთში დავით ნოზაძე ალექსანდრე ზაგაშვილმა შეცვალა;
· შიდა ქართლში – ლევან ხარაბაძე სიმონ გულედანმა;
· სამცხე-ჯავახეთში – ბესიკ ამირანაშვილი ზაალ გელაშვილმა;
· გურიაში – გიორგი ურუშაძე გიორგი ღურჯუმელიძემ;
· ქვემო ქართლში – გიორგი დოხტურიშვილი ლევან ხარაბაძემ.
„პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაც მეტყველებს“, – წერია მთავრობის პრესსამსახურის მიერ დღეს, 6 მაისს, გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო გაიყო. „ქართული ოცნების“ მთავრობაში რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას კახა გულედანი იკავებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ