კონგრესმენები კოენი, უილსონი, ჰადსონი და ვისი მიესალმებიან MEGOBARI Act-ის მიღებას

აშშ-ის კონგრესის წევრებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერი MEGOBARI Act-ის მიღება მიესალმებიან.
კონგრესმენებმა სტივ კოენმა, ჯო უილსონმა, რიჩარდ ჰადსონმა და მარკ ვისიმ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კანონპროექტი წარმოადგენს -ის მკაფიო მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც „ბრძოლას აწარმოებენ თავისუფალი და სამართლიანი სთვის“.
„კორუმპირებული ივანიშვილი და მისი პარტია ‘ქართული ოცნება’ დევნიან პროტესტის მონაწილეებს. MEGOBARI Act პირდაპირი გზავნილია, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს,“ — განაცხადა კონგრესმენმა კოენმა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონი ითვალისწინებს სანქციებს იმ პირების მიმართ, ვინც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და დემოკრატიულ წესრიგს. ასევე გათვალისწინებულია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, თუ ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე დაბრუნდება.
კონგრესმენების თქმით, MEGOBARI Act არის პასუხი სა და სხვა ავტორიტარული რეჟიმების გავლენაზე რეგიონში და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობებზე.