-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით – „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა.
ახლა კანონპროექტი -ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
ცნობისთვის, „MEGOBARI აქტი“ გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად. კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – ერთადერთი ენა, რომელიც ე.წ. ხელისუფლებას ჩვენთან სალაპარაკოდ დარჩა, არის ხელკეტის, ძალადობის, დამცირების ენა – საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა გაერთიანდეს მიზნის გარშემო, რომ არ მივცეთ სადისტების ხელისუფლებას ჩვენი მართვის შესაძლებლობა