არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის სინდისს და ხმას წარმოადგენდეს – თუ იმ ლოზუნგს იძახი, რომლისაც მოსახლეობის უმეტესობას არ სჯერა, ვერ იქნები მოსახლეობის უმეტესობის წარმომადგენელი

არ მგონია, ქართველი ხალხის სინდისს და ხმას წარმოადგენდეს – თუ იმ ლოზუნგს იძახი, რომლისაც მოსახლეობის უმეტესობას არ სჯერა, ვერ იქნები მოსახლეობის უმეტესობის წარმომადგენელი
არა მგონია, სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის სინდისს და ხმას წარმოადგენდეს, – განაცხადა ფილოლოგმა, პროფესორმა, ლევან გიგინეიშვილმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.
მისი თქმით, ზურაბიშვილი ამბობს იმას, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას სიმართლედ არ მიიჩნევს, შესაბამისად, იგი ვერ იქნება იმ ადამიანების წარმომადგენელი, რომლებსაც მისი ლოზუნგების არ სჯერათ.
„[ზურაბიშვილი] იმას ამბობს, რაც ქართველი მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ არ არის მართალი. ს გაყალბებას იძახის და თან თქვა, რომ გაყალბდა არჩევნები ეგრევე, დაუსაბუთებლად. რომ გამოცხადდა შედეგები, ხან ერთი რაღაც თქვეს, ამის გამო გაყალბდაო, ხან – მეორე, ვერც კი შეთანხმდნენ თავიდან. მერე ლაქაზე თქვეს, რაღაც სისულელე, ლაქის გაჟონვაზე. ეუთო-ს ანგარიშში წერია, მაქსიმუმ 6 % შესაძლო გაყალბება შეიძლება მომხდარიყოო, ამიტომ, არ იყო დასაჯერებელი მათი ეს ყიჟინა, რომ გაყალბდა არჩევნები. ამიტომ, თუ იმ ლოზუნგს იძახი, რომლისაც მოსახლეობის უმეტესობას არ სჯერა, ვერ იქნები მოსახლეობის უმეტესობის ხმის წარმომადგენელი“, – განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აკაკი ალადაშვილი: საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია – ეს შედეგი მნიშვნელოვანი მიღწევაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, თუმცა ჩვენი გუნდის მუშაობით, კიდევ უფრო მაღალ შედეგებს მივაღწევთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე