რუმინეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა და რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, მარჩელ ჩოლაკუმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მმართველი კოალიციის კანდიდატი საპრეზიდენტო ს პირველ ტურში დამარცხდა.
„ეს კოალიცია ლეგიტიმური არ არის, რადგან მისი კანდიდატი მეორე ტურში ვერ გადავიდა“, – განაცხადა მარჩელ ჩოლაკუმ.
მისი თქმით, პარტიის წევრი მინისტრები კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან განიხილავენ, დარჩებიან თუ არა ისინი დროებით მთავრობაში.
ცნობისთვის, რუმინეთში საპრეზიდენტო ს პირველი ტური გუშინ ჩატარდა, რომელშიც გამარჯვება ნაციონალისტმა კანდიდატმა, „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ლიდერმა, ჯორჯ სიმიონმა დაახლოებით 41%-ით მოიპოვა, მეორე ადგილზე კი ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი გავიდა, ხოლო მმართველი კოალიციის კანდიდატმა, კრინ ანტონესკუმ მესამე ადგილი დაიკავა.
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.