ვიქტორ ორბანი – ზელენსკის უნგრეთში უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის ხილვა სურს – ისინი, ვინც ბრიუსელის აგენტები არიან, ზელენსკის მეგობრებიც არიან

ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთის ხელისუფლებაში უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის მოსვლა სურს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომლის სიტყვებსაც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„ზელენსკის უნგრეთში უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის ხილვა სურს. ისინი, ვინც ბრიუსელის აგენტები არიან, ასევე ზელენსკის მეგობრები არიან“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის პარლამენტში.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის მოლოდინი არ გამართლდება.
„არასდროს შეიქმნება ისეთი სიტუაცია, როდესაც ან ბრიუსელი უნგრელებს უკარნახებს, თუ როგორ გამოიყენონ კანონით მინიჭებული თავიანთი სუვერენიტეტის უფლება“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…