ევროკავშირს 2027 წლის ბოლომდე რუსული გაზის იმპორტის სრულად აკრძალვა სურს

ევროკავშირი გეგმავს დან გაზის იმპორტის აკრძალვას – როგორც მილსადენებით, ასევე გრძელვადიანი კონტრაქტებით მოწოდებული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG). ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ეს ეხება როგორც რუსეთთან ახალ შეთანხმებებს, ასევე არსებულ სპოტურ კონტრაქტებს, რომლებიც იმპორტის მესამედს შეადგენს. დამტკიცების შემთხვევაში, ეს აკრძალვები ძალაში შევა არაუგვიანეს 2025 წლის ბოლოსთვის.
ევროკავშირის მიერ რუსეთიდან გაზის იმპორტი გასულ წელს ბლოკის მიერ გაზის შესყიდვების მთლიანი მოცულობის დაახლოებით 19%-მდე შემცირდა, რუსეთის მიერ ში სრულმასშტაბიან შეჭრამდე არსებული 40%-ზე მეტი მაჩვენებლიდან.
მილსადენებით მიწოდებული გაზის მსგავსად, რუსეთის თხევადი ბუნებრივი აირის დიდი ნაწილი ევროპელ მყიდველებთან გრძელვადიანი კონტრაქტებით არის შეძენილი მკაცრი „აიღე ან გადაიხადე“ პირობებით, რომელთა თავიდან აცილებაც რთულია.
ევროკომისია რუსული გაზის მიწოდების აკრძალვის შესახებ წინადადების გამოქვეყნებას სამშაბათს, 6 მაისს გეგმავს. უფრო დეტალური წინადადება ივნისში იქნება წარმოდგენილი. რუსული გაზის სრული აკრძალვა, სავარაუდოდ, 2027 წლის ბოლოსთვის ამოქმედდება.
ვრცლად liga.net–ზე