ნარენდრა მოდი 9 მაისს მოსკოვში არ ჩადის და პუტინს ინდოეთში მიწვევას უდასტურებს

კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ნარენდრა მოდიმ მიულოცა ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის ხალხს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავი. აღინიშნა, რომ „გამარჯვების დღე“ საერთო ზეიმია. ინდოეთის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას საზეიმო ღონისძიებებში მოსკოვში“.
კრემლის თანახმად, ინდოეთის ლიდერმა „დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტის ინდოეთში მიწვევა ტრადიციული ყოველწლიური უმაღლეს დონეზე შეხვედრის გასამართავად. მიწვევა მადლიერებით იქნა მიღებული“, – აღნიშნულია კრემლის საიტზე.
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი, ოფიციალური მიწვევის მიუხედავად, პაკისტანთან ურთიერთობის ესკალაციის ფონზე (22 აპრილს ქაშმირში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო), არ დაესწრება მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებს და მას სავარაუდოდ ინდოეთის თავდაცვის მინისტრი რაჯნათ სინგჰი ჩაანაცვლებდა. თუმცა რამდენიმე დღეში გავრცელდა ცნობა, რომ არც სინგჰი აპირებს რუსეთის დედაქალაქში ჩასვლას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა