ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

5 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.06 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7477 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.29 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1167 ლარი გახდა.