მაჰაჩყალაში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს – არის მსხვერპლი

მაჰაჩყალაში საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომლებს დაესხნენ თავს. თავდამსხმელებსა და პოლიციელებს შორის გახსნილი ორმხრივი ცეცხლის შედეგად არიან დაღუპულები, ინფორმაცია და ვიდეოკადრები ტელეგრამის არხებით ვრცელდება.
მომხდარის შესახებ დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. განცხადების თანახმად, თავდასხმისას სამი პოლიციელი დაიღუპა, თავდამსხმელები კი სამსახურებრივი ავტომობილით მიიმალნენ.
ვრცელდება ცნობები ქალის დაჭრის შესახებაც. ზოგი არხი ავრცელებს ცნობებს, რომ დაღუპულია ერთი ან მეტი თავდამსხმელიც. ამოქმედებულია ე.წ. გეგმა Перехват-ი (გადაჭერა). ტელეგრამის არხი Baza წერს, რომ ადგილზე სულ ოთხი თავდამსხმელი შეიძლება ყოფილიყო.
ეს პოლიციელებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა დაღესტანში, მსგავსი შემთხვევა იყო გასული წლის ივნისშიც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: …მილანში მქონდა შეხვედრები ჯეი დივენსთან და ასევე, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, იქაც იყო ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, რომ ისინი ამ თემაზე მუშაობდნენ და აუცილებლად დაგვიბრუნდებოდნენ

მიხეილ ყაველაშვილი: პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო საკმაოდ, ძალიან მნიშვნელოვანი სხვათა შორის, ხელოვნური ინტელექტი, დღევანდელი ტექნოლოგიები ყველას აწუხებს ხომ? აიტაცეს და მართლაც მისასალმებელი თემა არის დედის ინსტინქტი, ისე მოეწონათ