სადგურის მოედანზე, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცს უცნობი პირი ფიზიკურად დაუპირისპირდა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.
ასევე, დაკითხვაზე გადაიყვანეს რამდენიმე თვითმხილველი.
თავად მამაკაცის ცხედარი ცოტა ხნის წინ პროზექტურაში გადაასვენეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
