ირაკლი ფავლენიშვილი – „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ -ს მხარდაჭერის გამოხატულებაა და ასევე, ხისტი პოზიცია ივანიშვილის ბანდასთან მიმართებით, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას

„MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ -ს მხარდაჭერის გამოხატულებაა და ასევე, ხისტი პოზიცია ივანიშვილის ბანდასთან მიმართებით, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, აღნიშნული აქტის მიღება და დაკანონება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება.
„MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის გამოხატულებაა, რომელიც ქართველი ხალხის მხარდაჭერას გულისხმობს დასავლური ინტეგრაციისთვის ბრძოლაში და მეორე მხრივ არის ძალიან მკაცრი და ხისტი პოზიცია ივანიშვილის ბანდასთან მიმართებაში, რომელიც დემოკრატიას, ქართველი ხალხის დასავლურ ინტეგრაციას უთხრის ძირს, კლავს დემოკრატიას და სახელმწიფოებრიობას ქვეყანაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ აქტის მნიშვნელობა არის ძალიან დიდი“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს „MEGOBARI აქტს“ განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე – პარტიის ათიათასობით წევრზე უღირსობის დაბრალება, პოლიტიკურად არაკორექტულია – თუ პირველივე განცხადებით თავს დაესხმება გუნდს, არ მგონია, ეს ის პოზიცია, რაც შორსმჭვრეტელობას ასახავს

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა