ნაცემი და გარდაცვლილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომელიც კლინიკა “ვივა მედმა” 23 იანვარს გასცა, “მთავარის” ვებგვერდს გამოუგზავნეს.
მასში ჩამოთვლილია დაზიანებები, რომელიც კლინიკაში შეყვანისას 46 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა:
· S06.0 – ტვინის შერყევა
· S06.5 – ტრავმული სუბდურალური ჰემატომა
· S05.8 – თვალისა და ორბიტის (თვალბუდის) სხვა ტრავმები
· S02.0 – თავის ქალას მოტეხილობა
· S02.5 – სახის ძვლების მოტეხილობა
· S02.9 – თავის ქალასა და სახის ძვლების განუსაზღვრელი მოტეხილობა
· S09.9 – თავის დაზიანება
· T81.0 – სისხლდენა ან ჰემატომა
· T81.8 – სამედიცინო მანიპულაციის სხვა გართულებები
· R40.0 – კომა
· K72.9 – ღვიძლის უკმარისობა, დაუზუსტებელი
· D50.9 – რკინის დეფიციტური ანემია, დაუზუსტებელი
· E87.6 – ჰიპოკალიემია (დაბალი კალიუმის დონე)
· R57.0 – კარდიოგენული შოკი
· J93.9 – პნევმოთორაქსი, დაუზუსტებელი
· B96.1 – ინფექცია, გამოწვეული Klebsiella pneumoniae-ით
· I95.3 – ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა)
· G93.1 – ანოქსიური ტვინის დაზიანება (ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული)
· Z93.6 – ტრაქეოსტომის სტატუსი (გატარებული ოპერაცია)
ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ 46 წლის იოსებ გორგაძე პენიტენციური დაწესებულების ექიმმა უგონო მდგომარეობაში იატაკზე ნახა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. (მთავარი არხი)
