გარი ნევილი: მოაშორეთ ზინჩენკო, ის “არსენალის” ტვირთია

23 დეკემბერს პრემიერლიგის მე-18 ტურში “ლივერპულისა” და “არსენალის” მატჩი 1:1 დასრულდა. “არსენალი” 40 ქულით ლიდერია, “ლივერპული” კი 1 ქულით ჩამორჩება.
“მანჩესტერის” ლეგენდამ გარი ნევილმა ლონდონური გუნდის უკრაინელი მცველი ოლექსანდრ ზინჩენკო გააკრიტიკა: “ზინჩენკო მოსაშორებელია, ის ტვირთია. ისეთ მეტოქესთან დაკარგა ბურთი, როგორიც სალაჰია, რაც ასეთ შეხვედრებში დაუშვებელია”.