მეწყერის გამო ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია – ლენტეხის მერია განცხადებას ავრცელებს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ონიანის ინფორმაციით, სოფელ ბაბილთან, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„მოსახლეობის საყურადღებოდ!
ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, დილის საათებში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.
სტიქის ზონაში იმყოფება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, ცენტრალური საავტომობილო დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.
გზის გახსნა სატრანსპორტო მოძრაობისთვის უმოკლეს ვადაში მოხდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – სანქციებზე საუბარი მძიმეა, მაგრამ რეალობა მოიტანეს ხელისუფლებაში თვითმარქვიებმა, თვითონ არიან „MEGOBARI აქტის“ თანაავტორები – ვითარების გამოსწორების გასაღები არსებობს, რაც „ქართული ოცნებისთვისაც“ შანსია

ნიკა მელია – დემოკრატიული მსოფლიოსთვის ივანიშვილის რეჟიმი იქნება აბსოლუტურად მიუღებელი – მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით შედეგი რეჟიმის უკან დახევის სახით არ გვაქვს, იმას არ ნიშნავს, რომ არ დაიხევს