აშშ-ის გარეთ წარმოებულ ყველა ფილმზე 100%-იანი ტარიფი დაწესდება – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების გარეთ წარმოებულ ყველა ფილმზე 100%-იანი ტარიფი დაწესდება.
ს თქმით, მან -ის სავაჭრო წარმომადგენელს მიანიჭა უფლებამოსილება, რომ დაიწყოს ტარიფების დაწესების პროცესი, რადგან შეერთებული შტატების კინოინდუსტრია „ძალიან სწრაფი სიკვდილით კვდება“.
„სხვა ქვეყნები ყველანაირ სტიმულს სთავაზობენ, რათა ჩვენი კინემატოგრაფისტები და სტუდიები შეერთებული შტატებიდან გაიყვანონ. ჰოლივუდი და შეერთებული შტატების ბევრი სხვა ტერიტორია განადგურებულია. ეს სხვა ქვეყნების კოორდინირებული ძალისხმევაა და, შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე. ეს, ყველაფერთან ერთად, არის გზავნილი და პროპაგანდა! ამიტომ, ვავალებ ვაჭრობის დეპარტამენტსა და შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს, დაუყოვნებლივ დაიწყონ 100%-იანი ტარიფის დაწესების პროცესი ყველა იმ ფილმზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უცხო მიწებზე წარმოებული შემოდის. გვსურს, ფილმები კვლავ ამერიკაში იქმნებოდეს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ესაა უსტანდარტობა ქვეყნის მიმართ, რომელსაც ვიღაც დაბალ ღობედ თვლის – მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა შეაჩეროს – შალვა პაპუაშვილი 17 ევროპული ქვეყნის განცხადებაზე

რუსეთი, მათი წარმოდგენით, მთელ მსოფლიოს ურღვევს ხელშეკრულებებს და მაინც და მაინც, ხოშტარიების ოჯახია, სადაც დღეს არ გადააცილებს, თანხები რომ ჩაურიცხოს – კომფორტულად იღებენ ფულს, რომელიც, სხვა მხრივ, რომ ჰკითხო, მიუღებელია – პაპუაშვილი