უკვე ძალიან წუხან „პატრიოტი რუსქოცები“, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის, – ამის შესახებ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „რუსქოცები“ ვერ იტანენ, რომ თავისუფლება და გმირობა კვლავ დაფასებულია“.
„უკვე ძალიან წუხან „პატრიოტი რუსქოცები“, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის.
უკრაინას, რომლის განადგურებასაც რუსეთი 3 დღეში აპირებდა, სამი წლის თავზე ეხვეწებიან, რომ წითელ მოედანს თავი დაანებოს.
დღეს უკრაინა უკვე აღარ არის მხოლოდ მსხვერპლი. ის არის ძლიერი მოთამაშე, რომელიც იმპერიას აშინებს და მსოფლიოს აჩვენებს ვინ არის თავისუფალი ერების ნამდვილი მტერი.
სწორედ ამას ვერ იტანენ „რუსქოცები“: ვერ იტანენ, რომ თავისუფლება და გმირობა კვლავ დაფასებულია. საკუთარი ქვეყნის მომავლით ვაჭრობა და გაყიდვა კი ღალატია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
