რა ფასად შეიძენთ დოლარს და ევროს სავალუტო ჯიხურებში?

ეროვნული ბანკის მიერ 2 მაისს დადგენილი კურსით, დღეს 1 დოლარის ღირებულება 2.7483 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1138 ლარია.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7430 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.7370 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1200 ლარად, გაყიდვა კი 3.1000 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7450 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7400 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 3.1130 ლარად, ხოლო გაყიდვა – 3.1000 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.7450 ლარად, გაყიდვა კი – 2.7400 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1150 ლარად, გაყიდვას კი – 3.1000 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7450 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6773 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1000 ლარად, გაყიდვა კი 3.0090 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“