მოსკოვის მერი – საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით მფრინავი დრონები ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით მფრინავი ოთხი უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა მოიგერიეს, – ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის მერზე, სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პოდოლსკის ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვისკენ მიმავალი ოთხი დრონის თავდასხმა მოიგერიეს. წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილას ნგრევა ან მსხვერპლი არ არის“, – დაწერა „ტელეგრამის“ არხზე.
მერის თქმით, ადგილზე საგანგებო სიტუაციის სამსახურები მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…