ისეთი დასახიჩრებული გადიოდა გვამები – გასახსენებლადაც უმძიმესია, ყოველდღიურად ასეთი ფაქტები ხდებოდა – დავით მირცხულავა „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდის ციხეზე

ისეთი დასახიჩრებული გადიოდა გვამები – გასახსენებლადაც უმძიმესია, ყოველდღიურად ასეთი ფაქტები ხდებოდა – დავით მირცხულავა „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდის ციხეზე
ჩვენ ვიცოდით, რაც ხდებოდა, ანტისანიტარიაში იყო მოთავსებული ის ბარაკი, სადაც გაკვეთა ხდებოდა. პათანატომმა უნდა გააკეთოს. აკეთებდა ერთ-ერთი პატიმარი. პატიმრის მიერ იყო გვამის გაკვეთა გაკეთებული, – აღნიშნა გადაცემა „იმედის კვირაში“ ორგანიზაცია „საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის“ დამფუძნებელმა დავით მირცხულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ციხეში მომხდარ ფაქტებზე საუბრისას.
„საშინელება ხდებოდა უკვე მიცვალებულებზე, ისეთი დასახიჩრებული გადიოდა გვამები. რაღაც მუყაოს და ქაღალდის ნაგავი მოდიოდა და იქ აგროვებდნენ, რომ როგორც თვითონ ამბობდნენ, გაკვეთის შემდეგ ამ ქაღალდის და მუყაოს მასალას და კიდევ ათასგვარ მასალას ათავსებდნენ გვამში“, – აღნიშნა დავით მირცხულავამ.
დავით მირცხულავამ ასევე გაიხსენა ერთ-ერთი პატიმრის გარდაცვალების ფაქტიც.
„ორი ღამე გავათენეთ მორგთან მე, სულხანმა და კიდევ რამდენიმე პატიმარმა, რომ არ გაეკვეთათ და ოჯახს მისვლოდა გვამი დასახიჩრების გარეშე, რასაც აკეთებდნენ. გასახსენებლადაც უმძიმესია. ყოველ დღიურად ასეთი ფაქტები ხდებოდა“, – იხსენებს მირცხულავა.
დავით მირცხულავა ამბობს, რომ მთელი მექანიზმი იყო აწყობილი, რომ იქ ადამიანები მოესპოთ.
„მადლობა ღმერთს, რომ ვერ მოახერხეს. განცდები, ტირილი და უბედურება. კაცის ტირილი როგორი მოსასმენია და მითუმეტეს დაბეჩავებული. ასე ცემაში კლავდნენ ადამიანებს. რაში სჭირდებოდათ ადამიანის გაკვეთა იმ ადამიანის მიერ, ვისაც არაფერი კავშირი სთან არ ჰქონდა. რა იყოს ეს, ამოუცნობია. იმ ავადმყოფი ადამიანის გვამი, ან ორგანო რაში სჭირდებოდათ“, – დასძინა დავით მირცხულავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მერობის კანდიდატი ილია მზექალაშვილი-კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, ვემსახურო ჩემს მუნიციპალიტეტს. ყვარლის მუნიციპალიტეტი მეტად განვითარებული იქნება, რაც დადებითად აისახება მოსახლეობაზე

მერობის კანდიდატი დაურ ისმაილოვი – მარნეულის მაცხოვრებლებთან ყოველდღიური ურთიერთობის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ვიცნობ მათ საჭიროებებს. აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას, რომ ახალგაზრდებმა, მაქსიმალურად დაიმკვიდრონ თავი და ერთად ავაშენოთ ჩვენი მარნეული

მერობის კანდიდატი მიხეილ აფციაური- თეთრიწყაროში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, აშენდა სკოლები, საბავშვო ბაღები. მოსახლეობის და ახალგაზრდების აქტიური მოთხოვნით მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის მშენებლობა