რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრანაციონალისტი კანდიდატი იმარჯვებს

რუმინეთში განმეორებით გამართული საპრეზიდენტო ს პირველ ტურში ულტრანაციონალისტი კანდიდატი, 38 წლის ჯორჯე სიმიონი დამაჯერებლად იმარჯვებს.
ცენტრალური საარჩევნო ბიუროს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, “რუმინელთა ერთობის ალიანსის” (AUR) ლიდერს ამომრჩეველთა 40.2%-მა დაუჭირა მხარი. ეს მონაცემი გამოქვეყნდა ბიულეტენების 89%-ის დათვლის შემდეგ.
ეგზიტპოლის შედეგებით, სიმიონს 30-33% უჭერდა მხარს.
წინასწარი მონაცემებით, კრინ ანტონესკუმ – მმართველ კოალიციაში შემავალი სამი პარტიის საერთო კანდიდატმა 21,2% მიიღო, ხოლო ბუქარესტის მერის ნიკუშორ დანის შედეგი 19.3%-ს უტოლდება. ეგზიტპოლები მათ შემთხვევაში თითქმის თანაბარ შედეგს აჩვენებდა.
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დიდ ინტერესს იწვევს, მათ შორის – ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში ყველასათვის მოულოდნელად, ყველაზე მაღალი შედეგი ულტრამემარჯვენე, პრორუსმა პოლიტიკოსმა -კალინ ჯორჯესკუმ აჩვენა.
ნოემბრის არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლომ დეკემბერში გააუქმა, მეორე ტურის ჩატარებამდე ორი დღით ადრე; მიზეზად კი დასახელდა არჩევნებში ს ჩარევა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯესკუს საარჩევნო კამპანიაში ჩართული იყო TikTok-ის ათობით ათასი ანგარიში. სპეცსამსახურები მიუთითებდნენ ასევე კიბერშეტევებზე, ინფორმაციის გაჟონვასა და დივერსიებზე.
4 მაისს გამარჯვებული ჯორჯე სიმიონი სადავო, ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა. ის გარკვეულ პრეტენზიებს აცხადებს უკრაინის მიწებზე და სთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია. სიმიონი ემხრობა რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანებას, რისთვისაც მას აკრძალული აქვს მოლდოვაში შესვლა. ში ის ასევე პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული. ულტრანაციონალისტი კანდიდატი ცნობილია თავისი ევროსკეპტიკური და ჰომოფობიური გამონათქვამებით.
24 აპრილს, რუმინეთის საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით, სიმიონის პარტიის წინააღმდეგ გამოძიებით დაინტერესდა.
სიმიონს ბრალდება 1.5 მილიონი დოლარის გადახდა ამერიკული ლობისტური კომპანიისთვის – ვაშინგტონში, სტივ ბენონის WarRoom პოდკასტსა და ჯეკ პოსობიკის სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობის ორგანიზებისთვის.
ვარაუდობენ, რომ ამაში სახელმწიფოს თანხები დაიხარჯა. სიმიონი ბრალდებებს უარყოფს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე – მოვუწოდებთ ქართულ პოლიციას, ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა „ქართულ ოცნებას“, „ქართულ ოცნებას“ კი მივმართავთ, გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინა აგრძელებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წელს, პრაქტიკულად, ტერიტორია არ დაუთმია – იმ მომენტში ვართ, როცა ჩვენმა ქმედებებმა შეიძლება ამ კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი გამოიწვიოს

ბერდია სიჭინავა – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა საგანგაშო განცხადება გააკეთა, რომ ჩორჩანას საკითხზე გამოძიება საგუშაგოს დემონტაჟის იმედს აჩენს – „ოცნება“ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტერიტორიულ მთლიანობას

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე – დედამისი ამბობს, ჩემი შვილისთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა, ივანიშვილის ახლობელი იყოო – ახლობლების ძარცვა დასაშვებია? – ვიღაცას ადრე 2 გრამი ჰეროინი ჩაუდეს, მაგრამ გაგიგიათ, რამდენიმე მილიონი ჩაგიდონ ჯიბეში?