საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე, ლაშა ბერეკაშვილი, BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.
მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტს წელს მგზავრთნაკადის 16%-იანი კლება დაუფიქსირდა, რაც ისტორიული მაჩვენებელია.
ბერეკაშვილის განცხადებით, ყურადსაღები იყო ქუთაისი-კოპენჰაგენის რეისის გაუქმება, რაც ნიშნავს, რომ საქართველომ დანია-შვედეთის ერთობლივი ტურისტული ბაზარი დაკარგა – ბაზარი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალმხარჯველუნარიანი სეგმენტია.
“Wizz Air-მა პირდაპირი ავიამიმოსვლა ქუთაისი-კოპენჰაგენის მიმართულებით შეწყვიტა, რადგან საქართველოს შესაბამისმა ტურისტულმა სამსახურებმა ამ ბაზარზე სწორი მარკეტინგული კამპანია არ გაატარეს. ამის ნაცვლად, ძალისხმევა დაიხარჯა ინდოეთში, გალფის ქვეყნებსა და აშშ-ს ბაზარზე, სადაც პირდაპირი ფრენები საერთოდ არ გვაქვს. ამ აბსურდული მარკეტინგული პოლიტიკის გამო დავკარგეთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი – დანია-შვედეთის ბაზარი,“ – აღნიშნა ლაშა ბერეკაშვილმა.
