ვოლოდიმირ ზელენსკი ჩეხეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, , პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში ჩავიდა, – ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში იუწყება.
მისი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ პეტრ პაველთან და პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასთან, დეპუტატთა პალატისა და სენატის ხელმძღვანელებთან, საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან, ასევე თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელებთან, სტუდენტებთან და უკრაინულ საზოგადოებასთან.
“რაც მთავარია, ჩვენ მადლობას ვუხდით ჩეხეთს პრინციპული მხარდაჭერისა და ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. ჩეხეთის საარტილერიო ინიციატივა ეფექტური აღმოჩნდა და ჩვენ ამ ძალისხმევას გავაგრძელებთ. თანამშრომლობის კიდევ ერთი სფეროა ჩვენი სამხედრო ავიაციის განვითარება, პილოტების მომზადების პროგრამების გაფართოება და ჩვენი F-16 ფლოტის მხარდაჭერა. ჩეხეთის რესპუბლიკასთან და საავიაციო კოალიციის სხვა წევრებთან ერთად, ჩვენ უკრაინისთვის კარგ ამბებს ვამზადებთ”, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, ჩეხეთში გამართულ შეხვედრებზე ასევე განიხილავენ ომის დასრულების მიზნით რუსეთზე ერთობლივი ზეწოლის განხორციელებას.
„ჩვენ ასევე განვიხილავთ დიპლომატიურ ძალისხმევას და რუსეთზე ჩვენს ერთობლივ ზეწოლას, რათა მივარწიოთ ცეცხლის ხანგრძლივ შეწყვეტას და ომის დასრულებას“, – აცხადებს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – მესმის, წინა არჩევნებზე კარგი შედეგი იყო დიდ ქალაქებში, მაგრამ გაქანებული რეპრესიები არ იყო და არც ასე აშვებული იყო გადაწყვეტილების მიმღები ხალხი – ასეთი ოპერირების მოდელი აირჩიეს და სტრატეგიაც შესაბამისად უნდა დაგეგმო