კირილ ბუდანოვი – უკრაინელებმა რუსების ორი „სუ-30“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინის დაზვერვამ ერთ დღეში მოწინააღმდეგის ორი მრავალფუნქციური „სუ-30“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურა და ეს ისტორიული მომენტი იყო, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, თვითმფრინავები ჩამოაგდეს ინფრაწითელი სამიზნით აღჭურვილი AIM-9 Sidewinder რაკეტებით, რომლებიც Magura-7 ტიპის უეკიპაჟო კატერებიდან გაუშვეს.
ბუდანოვის ინფორმაციით, თავდასხმის დროს გამოიყენეს Magura-7 ტიპის სამი კატერი, რომელთაგან ორმა თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნა.
სოციალურ ქსელებში პირველი ჩამოგდებული „სუ-30“-ის ვიდეოები გავრცელდა, თუმცა, ბუდანოვის თქმით, მეორე ჩამოგდების ვიდეო ან ფოტო მასალა არ არსებობს.
მისი ინფორმაციით, პირველი „სუ-30“-ის ეკიპაჟი გადარჩა და ისინი შავ ზღვაში სამოქალაქო გემმა ამოიყვანა. წინასწარი მონაცემებით, მეორე თვითმფრინავის ეკიპაჟი დაიღუპა.
„Magura-7-ზე [რაკეტების] რამდენიმე მოდელს ვიყენებთ, მაგრამ AIM-9 საუკეთესო შედეგებს იძლევა“, – აღნიშნა ბუდანოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე