აეროპორტზე „ჰუსიტების“ სარაკეტო თავდასხმაზე რეაგირების საკითხზე მაღალჩინოსნებთან კონსულტაციებს გამართავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან, ისრაელ კაცთან და თავდაცვის უწყების სხვა მაღალჩინოსნებთან ონლაინ რეჟიმში შეხვედრას გამართავს მას შემდეგ, რაც „ჰუსიტებმა“ ბენ გურიონის აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანეს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე განიხილება პოტენციური რეაგირების გზები, მათ შორის ისრაელის მხრიდან იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე პირდაპირი დარტყმის განხორციელება.
ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს საღამოს უსაფრთხოების კაბინეტს შეკრებს და ღაზაში სამხედრო კამპანიის გაფართოების, სირიაში მიმდინარე ბრძოლების, ჰუსიტების თავდასხმასა და სხვა საკითხებს განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი – პატრიარქის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო – კონსილიუმი შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური

ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – საქართველოზეა დამოკიდებული, რომ ევროკავშირის მიმართულებით, წინ იაროს – ამისთვის კი აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება, დემოკრატიის, სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვა