EU გმობს რუსეთიდან სოხუმში რეგულარული, კომერციული სამგზავრო ფრენების დაწყებას

ევროკავშირი ეხმაურებია დან სოხუმში რეგულარული, კომერციული სამგზავრო ფრენების დაწყებას. ევროკავშიირს პრესსპიკერის, ანუარ ელ ანუნის მიერ გავრცელებულ განცხადეაში ეს ფაქტი შეფასებულია, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მორიგი ნაბიჯი.
“ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, რეგულარული კომერციული სამგზავრო ფრენების დაწყებაზე სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში. ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე და იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს აუცილებელი საერთაშორისო საავიაციო კოდი სოხუმის აეროპორტისთვის, არის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე მიმართული მორიგი ნაბიჯი. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
2025 წლის 1-ელი მაისიდან დაიწყო ავიამიმოსვლა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპანტ რუსეთს შორის. რუსეთის ქალაქებიდან სოხუმის მიმართულებით ავიარეისები კვირაში ერთხელ შესრულდება.
სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი ს ომის შემდეგ არ ფუნქციონირებს. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) აღიარების გარეშე, აფხაზეთის ტერიტორიიდან საერთაშორისო ფრენების განხორციელება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ნორმებთან.
თუმცა, რუსეთის აქტიური ჩართულობითა და მსხვილი ინვესტიციით აეროპორტი მუშაობას ანახლებს. საცდელი რეისი უკვე განხორციელდა – თებერვლის დასაწყისში სოხუმის აეროპორტმა 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველი რეისი მიიღო მოსკოვიდან.
სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციას რუსული კომპანია „ინფრასტრუქტურული განვითარება“ ახორციელებს. 2023 წლის 27 ოქტომბერს აფხაზეთის მთავრობამ მასთან საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. ამ შეთანხმების მიხედვით, როგორც სოხუმი ირწმუნება, აფხაზეთის საკუთრებაში რჩება აეროდრომი, აეროდრომის ინფრასტრუქტურა და ისტორიული ტერმინალი. ასევე შენარჩუნდება ორმაგი დანიშნულების ობიექტის სტატუსი და აეროპორტის სახელწოდება.