ჟოზე მოურინიო: მეხუთე წუთზე უკვე ვიცოდი, რომ მოვიგებდით

“ნაპოლისთან” ნამატჩევს (2:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი “რომას” მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გააკეთა:
“შობის წინ ჩატარებული ბოლო შეხვედრა ფეხბურთელების და მწვრთნელების ხასიათს ცვლის. ამაზე ბიჭებს ვესაუბრე, რომ გულშემატკივრებისთვის ბედნიერი დღესასწაულის მოწყობა გვმართებდა. შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ, მაგრამ თამაშის დაწყებიდან ხუთი წუთის შემდეგ გამარჯვების განცდა დამეუფლა, უკვე ვიცოდი, რომ მოვიგებდით. “რომა” თანაბარი შემადგენლობებით ყოფნისასაც ძალიან კარგად გამოიყურებოდა, დებიუტში ორი წარმოუდგენელი მომენტი ჰქონდა და მატჩს მუდმივად აკონტროლებდა გუნდთან, რომელიც ჩვენზე გაცილებით ხარისხიანია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში