კანადის პრემიერი მარკ კარნი სამშაბათს თეთრ სახლში ტრამპს შეხვდება

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ პარასკევს განაცხადა, რომ სამშაბათს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეწვევა. ეს მაღალი ფსონების მქონე შეხვედრა ტრამპის სავაჭრო ომებისა და კანადის ანექსიის მუქარის ფონზე იმართება.
კარნის ლიბერალურმა პარტიამ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა არჩევნებში, სადაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ტრამპის ფაქტორმა, რომელმაც კანადას სავაჭრო ომი გამოუცხადა და მისი სუვერენიტეტი არაერთხელ დააყენა ეჭვქვეშ.
„ჩვენ ვხვდებით, როგორც მთავრობის მეთაურები“, – თქვა კარნიმ. „თავს ვერ მოვიკატუნებ, რომ ეს იოლი დისკუსიები იქნება“.
არჩევნების ღამის შემდეგ გაკეთებულ თავის ერთ-ერთ პირველ კომენტარში კარნიმ თქვა, რომ კანადელებმა ახალი მთავრობა აირჩიეს, რომელიც ტრამპს დაუპირისპირდება და ძლიერ ეკონომიკას ააშენებს.
„ჩვენ ახლა ვუმკლავდებით კრიზისს, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ხდება. ახლა დროა გავერთიანდეთ და დიდი გამარჯვება მოვიპოვოთ“, – თქვა კარნიმ და დასძინა. „ახლა დროა ვიყოთ ამბიციურები, გაბედულება და ეს კრიზისი იმ უზარმაზარი პოზიტიური ძალით გადავლახოთ, რასაც კანადა წარმოადგენს“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე