დრონი, რომელიც ინდოეთის სანაპიროსთან დაესხა თავს იაპონიის ტანკერს, ირანიდან გაუშვეს-

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თვითმფრინავი, რომელმაც ინდოეთის სანაპიროსთან ნავთობმზიდ ტანკერზე მიიტანა იერიში, ირანიდან გაუშვეს.

“გემი „ხემ პლუტო“, რომელიც ეკუთვნის იაპონიას, მაგრამ განკარგავს ნიდერლანდის კომპანია და დაცურავს იბერიის დროშას, 23 დეკემბერს დაახლოებით დილის 10 საათზე ინდოეთის ოკეანეში, ინდოეთის სანაპიროდან 200 საზღვაო მილის დაშორებით განხორციელდა იერიში”, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში. აღნიშნულია, რომ თვითმფრინავის თავდასხმამ გამოიწვია ხანძარი გემზე, მაგრამ ცეცხლი მალე ჩააქრეს და მას დაზიანება არ მოჰყოლია.

ნედლი ნავთობით დატვირთული ტანკერი დან ინდოეთის პორტისკენ მიცურავდა.

მანამდე ტანკერზე თავდასხმის შესახებ ცნობა ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების დირექტორატმაც დაადასტურა. ირანი შეერთებული შტატების ბრალდებებს ჯერ არ გამოხმაურებია.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან 6.5 მლნ აშშ დოლარი ამოიღეს – ის ფარულად ახორციელებდა ბიზნესსაქმიანობას და იღებდა არალეგალურ შემოსავლებს, დეკლარაციებში კი უთითებდა, თითქოს საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს

დიმიტრი ხუნდაძე – მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი თანაგუნდელს, თანამებრძოლს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს ეხება – კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ, სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე პირადი ურთიერთობები