სანდუ მოლდოვის EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ინიციატივით გამოდის

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ინიციატივით გამოდის, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე 2024 წელს რეფერენდუმი ჩატარდეს. ამის შესახებ მან 24 დეკემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ამავე მიმართვაში მაია სანდუმ განაცხადა, რომ 2024 წელს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. მან მოლდოვის მოქალაქეებს სთხოვა, მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში, რათა „ევროპული ინტეგრაციის მისია დაასრულოს“.
„ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა მოლდოვის ყველა ოჯახისა და ბავშვისთვის. ჩვენ გვაქვს ასეთი მომავლის გარანტია მხოლოდ ევროკავშირის წევრობის შემთხევაში გვაქვს. ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია მთელ ქვეყანას მკაფიოდ ვუთხრათ, რომელ გზას ვირჩევთ მოლდოვისათვის.
მოვუწოდებ პარლამენტს, დაიწყოს რეფერენდუმის ორგანიზება მომავალ შემოდგომისთვის, სადაც მოქალაქეების ხმა გადამწყვეტი იქნება“, – განაცხადა მაია სანდუმ.
14 დეკემბერს ევროპული საბჭოს სამიტზე წევრი ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს მოლდოვასა და უკრიანასთან მოლაპარაკებების დაწყებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო დსთ-ს ოჯახში დაბრუნდება, ამ ოჯახის ძველი შემადგენლობით აღდგენა მსურს – აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, უბრალოდ დროის საკითხია