აზერბაიჯანის პარლამენტის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კომისიის თავმჯდომარე რუსეთს მასიურ კიბერშეტევაში ადანაშაულებს – რამიდ ნამაზოვი აცხადებს, რომ 2025 წლის თებერვალს ქვეყანაზე განხორციელებული კიბერშეტევის უკან ოფიციალური მოსკოვი დგას.
როგორც ნამაზოვი ამბობს, გამოძიებამ დაადასტურა, რომ 20 თებერვლის კიბერშეტევა ჯგუფმა АРТ29 განახორციელა (ასევე ცნობილია როგორც Cozy Bear), რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული.
AРТ29-ის საქმიანობა, რომელიც დაკავებულია კიბერ შპიონაჟით, ძირითადად მიმართულია სახელმწიფო სტრუქტურების, უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობების, ასევე პოლიტიკის, თავდაცვის, ენერგეტიკის, მედიისა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სფეროების წინააღმდეგ”, – განაცხადა ნამაზოვმა.
რამიდ ნამაზოვი კიბერშეტევის საბაბად აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ 3 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას ასახელებს. საუბარია “კანონმდებლობის მოთხოვნების სერიოზული დარღვევის გამო” ბაქოში რუსეთის სახლის დახურვასა და რუსული რადიო “სპუტნიკის” აზერბაიჯანული ფილიალის დახურვაზე.
