რომის პაპი: შობა უნდა აღნიშნოთ მოკრძალებულად, ხარჯის გარეშე და მათთვის გაზიარებით, ვისაც აკლია მეგობრობა

რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს მოუწოდა, რომ შობის ღამე წელს მოკრძალებულად აღნიშნონ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ არავინ უნდა დაივიწყოს ისინი, ვინც ომის სიმძიმეს საკუთარ თავზე განიცდის.

„ჩვენ ვფიქრობთ პალესტინაზე, ისრაელზე, ზე. ჩვენ, ასევე, ვფიქრობთ მათზე, ვინც განიცდის უბედურებას, შიმშილს, მონობას. გილოცავთ ყველას ბედნიერ კვირასა და შობის ღამეს ლოცვითა და სითბოთი. ნება მომეცით, მოგცეთ ერთი რეკომენდაცია, როგორც ქრისტიანებმა, ეს დღესასწაული უნდა აღნიშნოთ მოკრძალებულად, ხარჯის გარეშე და მათთვის გაზიარებით, ვისაც აკლია მეგობრობა“, – აღნიშნა რომის პაპმა.

ფრანცისკემ მორწმუნეებს სთხოვა მისთვისაც ელოცა და ყველას დამდეგი შობა მიულოცა.

გვიან საღამოს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საშობაო მსახურებას აღავლენს.

კათოლიკური სამყარო შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს