ფარაჯის პარტიამ UK-ის შუალედურ და ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა

გაერთიანებული სამეფოს მემარჯვენე პოპულისტურმა პარტია Reform UK-მა, პარასკევს გაიმარჯვა შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში, ადგილობრივ არჩევნებში კი მოიპოვა მერობის ერთი პოსტი და ასევე, რამდენიმე ადგილი ადგილობრივ საკრებულოებში.
Reform UK-მა მხოლოდ 6 ხმით მოიგო შუალედური საპარლამენტო რანკორნისა და ჰელსბის საარჩევნო ოლქში, რითაც თემთა პალატაში მეხუთე ადგილი მიიღო.
აღნიშნული ოლქი შარშანდელ საყოველთაო არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ თითქმის 15 000 ხმით მოიგო.
ლინკოლნშირის მერად აირჩიეს Reform UK-ის კანდიდატი ანდრეა ჯენკინსი — ყოფილი მინისტრი, რომელმაც გასულ წელს წაგების შემდეგ კონსერვატიული პარტია დატოვა და Reform UK-ს შეუერთდა.
პირველადი მონაცემებით, Reform UK ასევე ლიდერობს ადგილობრივი საკრებულოების არჩევნებში, სადაც 1 600 ადგილიდან მხოლოდ მცირე ნაწილი იყო ვაკანტური.
ანალიტიკოსების შეფასებით, Reform UK-ის წარმატება გარკვეულწილად მიანიშნებს ტრადიციული ორპარტიული სისტემის შესუსტებაზე UK-ში.
Reform UK-ის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯის, რომელიც „ბრექსიტის“ კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი იყო, თქვა, რომ მთავარი ოპოზიცია ახლა ისაა და არა კონსერვატიული პარტია.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სამწუხარო უწოდა შედეგებს.
„გზავნილი, რომელსაც მე ამ არჩევნებიდან ვიღებ, არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო სწრაფი და შორსმიმავალი ცვლილებები“, — განაცხადა სტარმერმა.