ვეფხია კასრაძემ პატრიარქს მიმართა

პროევროპულ აქციებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა ვეფხია კასრაძემ სხდომათა დარბაზიდან საქართველოს პატრიარქს მიმართა. მან ითხოვა, მისი წარმომადგენლის პროცესზე დასწრება.
„ჩემო პატრიარქო, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, გამოგზავნეთ თქვენი წარმომადგენელი, რათა პროცესებს დაესწროს. მინდა საზოგადოებას მივმართო, ხმა აღიმაღლონ, ჩვენშია პრობლემა. ეს სასამართლო ბოროტების ბუდედ არ უნდა ვაქციოთ. ესენი თუ ქრისტიანები არიან, აღდგომას ხომ შეიძლება გავეშვით?! როცა მართალი ვარ, რატომ უნდა დავიმალო?! ეს ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. რა აუცილებლობა არსებობს, რომ საპატიმროში ვიყო და სახლში არ ვიყო?! რაღაც ადამიანურიც ხომ არსებობს, ხალხნო?!“ – თქვა სხდომაზე ვეფხია კასრაძემ.
დღეს, 2 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული რვა პირი პატიმრობაში დატოვა. საქმეზე ბრალდებულები არიან ირაკლი მიმინოშვილი, ვეფხია კასრაძე, ვალერი კაძელაშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე და ზვიად ცეცხლაძე.
ყველა მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, ჯგუფური ძალადობის მუხლით აქვს წაყენებული. მათ ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი – 26 მაისს, 15:00-16:00 საათიდან დაიწყება სხვადასხვა მარში, 19:00 საათზე კი პრეზიდენტი მიმართავს შეკრებილებს – დავალაგეთ ისიც, რა შეიძლება იყოს გეგმა „B“ და როგორ უზრუნველვყოთ, რომ პროვოკაციაზე არ წამოგვაგონ