„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, დღეს, შეშელიძის და შენგელიას ქუჩების კვეთაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის გამო, დღეს, 16:30 საათიდან ხვალ, 25 დეკემბრის დილის 08:00 საათამდე, მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.
„დღეს, 24 დეკემბერს, შეშელიძის და შენგელიას ქუჩების კვეთაზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული. წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 24 დეკემბერს, 16:30 საათიდან 25 დეკემბრის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ხიზაბავრის, იპოლიტოვ-ივანოვის, ჯანჯღავას, ჩიქვანაიას, ქერჩის, ილორის, ზარზმის, კაჭარავას, რევოლუციის, ხანძთის, ბაღნარის ქუჩებს; სოფელ გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, დ.თავდადებულის ქუჩებს; გაზის, ავჭალა2-ის და ცენტოლიტის დასახლებებს, ხევძმარის ქ. N4, ანდრონიკაშვილის, ხიზანიშვილის, ხიზანბარელის, სკოლის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლის, გამარჯვების ქუჩებს; ანდრონიკაშვილის II შესახვევს. მუხიანის 1-ელ და მე-2 მიკრორაიონებს, მე-3 მიკრორაიონის მე- 17-22 კორპუსებს, მე-4 ა მიკრორაიონის N1-7 კორპუსებს, ზღვის უბნის (თემქის) მე-3 მიკრორაიონის კვარტლებს. მუხიანის სამხედრო დასახლებაში: გობრონიძის, გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, ბრონშტეინის ქუჩებს,
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11 და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge „,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო დსთ-ს ოჯახში დაბრუნდება, ამ ოჯახის ძველი შემადგენლობით აღდგენა მსურს – აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, უბრალოდ დროის საკითხია