პრეზიდენტმა ტრამპმა 8 მაისი და 11 ნოემბერი ორ მსოფლიო ომში გამარჯვების დღეებად გამოაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისი გამოაცხადა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ.
2 მაისს ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ შეერთებული შტატების ბევრი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, მაგრამ ამერიკელებმა ამ გამარჯვების მისაღწევად სხვებზე მეტი გააკეთეს.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა 11 ნოემბერი გამოაცხადა პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ. ტრამპის განცხადებით, მათ ორივე ომი მოიგეს, მაგრამ არასდროს ზეიმობდნენ, რადგან აღარ ჰყავთ ლიდერები, რომლებმაც იციან, ეს როგორ გააკეთონ.
ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავს. , რომელიც ნაცისტური გერმანიის დამარცხებას საბჭოთა კავშირის დამსახურებად მიიჩნევს, 9 მაისს აღნიშნავს „დიდ სამამულო ომში” გამარჯვების დღეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების “არჩევნებში” მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია – არანაირი მესამე გზა არ არსებობს

ლევან ხაბეიშვილი: გავიგეთ, რომ “ბოიკოტში” ხართ და მერე?! თუ აქცია, პროტესტის ორგანიზებას არ აკეთებ, წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობიანად, ხალხის ძალით დამხობასაც არ ემხრობი – აბა რა გინდა?! ვინ ხართ თქვენ მართლა?!