მეტას გამჭვირვალობის პლატფორმის მონაცემებით, საქართველოს მთავრობამ მათ 2020 წლის შემდეგ 500-მდე ადამიანის/ანგარიშის შესახებ სთხოვა ინფორმაციის გადაცემა.
ყველაზე ინტენსიურად ქართული ოცნება ფეისბუკისა და ინსტაგრამის მომხმარებელთა შესახებ მონაცემებს 2023 წლის პირველ ნახევარში ითხოვდა.
მეტა მთავრობებთან ინფორმაციის გაზიარების მხრივ თანამშრომლობს, თუმცა არ გასცემს ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას. მომხმარებლების ინფორმაციის გაზიარების მიზანშეწონილობის საკითხს კომპანია ყველა ცალკეულ შემთხვევაში დამოუკიდებლად იღებს.
“Meta მთავრობის მიერ ინფორმაციის გამოთხოვას მოქმედ კანონთან და ჩვენს მომსახურების პირობებთან კოორდინაციით პასუხობს. თითოეული მოთხოვნა ფრთხილად განიხილება სამართლებრივი დასაბუთების მიხედვით და შესაძლებელია, უარი ვთქვათ ან დამატებითი ახსნა-განმარტება მოვითხოვოთ მოთხოვნებზე, რომლებიც მეტისმეტად ბუნდოვანი ან ზოგადია”, – ასეთია ორგანიზაციის გაცხადებული სახელმძღვანელო პრინციპი.
ფორუმი
