აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი მაიკ უოლცი თანამდებობას ტოვებს

ამერიკული მედიის ცნობით, -ის პრეზიდენტის ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას, სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, CNN-იც და Fox News-იც ავრცელებს.
უოლცს აკრიტიკებდნენ მაღალი თანამდებობის პირების მიერ სამთავრობო საქმიანობის წარმოებისთვის არასაიმედო კომუნიკაციის მეთოდების გამოყენებაში.
გასულ თვეში მან პასუხისმგებლობა აიღო Signal-ის შეტყობინებების აპლიკაციაში ჯგუფურ ჩატზე, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირები იემენში სამხედრო დარტყმებს გეგმავდნენ შემთხვევით დამატებული ჟურნალისტის თანხლებით.
როგორც ამბობენ თანამდებობიდან გაათავისუფლეს უალცის მოადგილე ალექს ნელსონ ვონგიც.
24 მარტს ცნობილი გახდა, რომ გამოცემა The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა მაიკ უოლცისგან 13 მარტს მოულოდნელად მიიღო მიწვევა Signal-ის დახურულ ჩატში, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, განიხილავდნენ იემენში მეამბოხე ჰუთების პოზიციებზე შეტევას.
საიდუმლო ინფორმაციის განხილვის წესების დარღვევას მწვავე რეაქცია მოჰყვა კონგრესის წარმომადგენლებისა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტებისგან.
დემოკრატებმა მაიკ უოლცის და პიტ ჰეგსეთის გადადგომა მოითხოვეს. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, სკანდალის გამო თეთრ სახლშიც განიხილავდნენ უოლცის მიერ თანამდებობის დატოვების შესაძლებლობას.
25 მარტს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC-ს განუცხადა, რომ მაიკლ უოლცი „კარგი კაცია” და მომხდარი მისთვის გაკვეთილი იყო. ტრამპმა ისიც თქვა, რომ დახურულ ჩატს უცხო პირი ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაამატა. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, ამ ინციდენტს სამხედრო ოპერაციაზე არანაირი გავლენა არ ჰქონია.