პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 პირი – ონისე ცხადაძე, ანდრო ჭიჭინაძე, ირაკლი ქერაშვილი, გიორგი ტერიშვილი, სერგი კუხარჩუკი, რუსლან სივაკოვი, ჯანო არჩაია, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი და რევაზ კიკნაძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
მათთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 1-ელ მაისს იმსჯელეს. თუმცა, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და მათი ციხეში დატოვება გადაწყვიტა. პროკურორები, ვაჟა თოდუა და ვახტანგ ცალუღელაშვილი ირწმუნებოდნენ, რომ მათი გათავისუფლების შემთხვევაში იქმნებოდა მიმალვის და დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხე.
დაცვის მხარე მათ გათავისუფლებას ითხოვდა. თუმცა, ალტერნატივის სახით, თანახმა იყვნენ სხვა ნებისმიერი სხვა აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე. მათ შორის, ერთ-ერთი ბრალდებულის, ვალერი თეთრაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ მისი დაცვის ქცეშ მყოფის გათავისუფლება 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა.
11-ვე დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.




