“ზურაბიშვილის პროექტი არის – ქვემოდან ზემოთ პროცესი” – ჩერგოლეიშვილი

“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, :
გუშინ ელჩებთან შეხვედრაზე გვკითხეს, ახალი რომ დანიშნოს ოცნებამ, უკეთეს ფორმაში თუ ხართო.
ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, რომელიც გაფართოებაზეა მიმართული, ოპოზიციას ამყოფებს უკეთეს ფორმაში. ს პროექტი არის ასეთი – ქვემოდან ზემოთ პროცესი, რომელიც არსებულ შეთანხმებებზე აგებს პროცესს და ზემოდან თავს არაფერს ახვევს, სახალხო პროტესტის ამოცანებიდან ამოდის ზემოთ, და არა ლიდერების ამოცანებიდან – ქვემოთ. ამასთან, ის ღიაა ყველასთვის, ვინც ამ სულისკვეთებას იზიარებს და პროცესის წარმატებაზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია. ესაა ზურაბიშვილის პროცესის განსხვავება ყველა წინა პროცესთან, რომელიც რომელიმე ბელადის ან დონორის ეგოს უტრიალებდა, შეკუმშვაზე იყო მიმართული და გაფართოებად ძალებს პროცესიდან აგდებდა. როგორ შეიძლებოდა გაემარჯვა პროცესს, სადაც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა რომელიც თალსაჩინოდ, ყველასთვის დასანახად იზრდებოდა და ფართოვდებოდა, ადგილი ვერ იპოვა? ეს ფიზიკურად, ინჟინრულად შეუძლებელია. ფართო უგებს ვიწროს ამ საქმეში.