“ვინც ამას ამბობს, აქედან მოვითხოვ, მტკიცებულებებიც მოაყოლოს, ასეთი ყბედობა და ჭორაობა ტყუილად არ ჩაივლის” – რეზო კიკნაძე

“უკვე 5 თვეა ჩემი ტელეფონი გაქვთ და სავარაუდოდ, ყველაფერი გადაქექილი გექნებათ. გამოიძიებდით, ფბ-ზე ვისთვის რა მიმიწერია ოდესმე. მაგრამ რამდენიც არ უნდა ეძებოთ, ვერანაირ კავშირს ვერ იპოვით იმ 50 პატრიოტ ადამიანთან, ვისთან ერთადაც დაგვიჭირეს. ჩემდა სამწუხაროდ, არათუ მათ არ ვიცნობდი, არამედ გაგებულიც არ მქონდა მათზე. ანდრო ჭიჭინაძეზეც კი არ მქონდა გაგებული. რომ წავიკითხე, ვიფიქრე ვიღაც ანდრო დავიჭირე ჭიჭინაძის ქუჩაზეთქო. ხშირად მესმის ვაი მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, რომ ესენი ვიღაცებმა დაიქირავეს, დააფინანსეს და შეცდომაში შეიყვანესო. ვინც ამას ამბობს, აქედან მოვითხოვ, მტკიცებულებებიც მოაყოლოს. ასეთი ყბედობა და ჭორაობა ტყუილად არ ჩაივლის, იმიტომ რომ ცილისწამებაც დანაშაულია და ყოველთვის მთავრობის ხელში არ იქნება სასამართლო უწყება და აუცილებლად მოგეკითხებათ ყველას. როდესაც მაბრალებენ რომ ვიღაცამ დამიქირავა იმისთვის, რომ იქ ვდგარიყავი სადაც ყველა უნდა იდგეს, ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა ჩემთვის”.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან წულაძე: ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს – „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია

იაგო კაჭკაჭიშვილი – არ გამოვრიცხავ, თავად ივანიშვილის ხედვა იყოს, რომ მისი ფიგურა, პოლიტიკური ბიოგრაფიით გამსახურდიასა და კოსტავას თანაზომიერია, თუმცა ზვიადი და მერაბი რომ ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში, მაშინ ის რუსეთში აკეთებდა ბიზნესს