დუბლინის მცხოვრებმა ადგილობრივი აეროპორტის ხმაურთან დაკავშირებით ერთ თვეში 7535 საჩივარი შეიტანა

დუბლინის მკვიდრმა, რომელიც აეროპორტთან ახლოს ცხოვრობს, მხოლოდ 2024 წლის აგვისტოში ხმაურთან დაკავშირებით 7,535 საჩივარი შეიტანა – დღეში საშუალოდ 243. საერთო ჯამში, ივლისიდან სექტემბრამდე მისგან 18 000-ზე მეტი საჩივარი იქნა მიღებული.
დუბლინის აეროპორტში ხმაურთან დაკავშირებული საჩივრების საერთო რაოდენობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაორმაგდა და თითქმის 71 000-ს მიაღწია. ადმინისტრაციის ცნობით, მათი დაახლოებით 90% ე.წ. „სერიული მომჩივნებისგან“ მოდიოდა – იმ ადამიანებისგან, რომლებიც რეგულარულად აგზავნიან მსგავს განცხადებებს.
საჩივრების ზრდა ნაწილობრივ აეროპორტის ჩრდილოეთის ასაფრენ ბილიკს უკავშირდება, რომლის მშენებლობაც 330 მილიონი ევრო დაჯდა.

ასევე დაგაინტერესებთ

საინვესტიციო ფონდის შექმნა ვაშინგტონისა და კიევის სტრატეგიულ პარტნიორობაში გარდამტეხი ეტაპია, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერებას – ანდრეი სიბიგა