ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ადგილზე თბილისის მერიის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ

ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ადგილზე თბილისის მერიის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ.
„თბილისის მერიისგან დახმარებას ვითხოვთ. აქ ვინც ვართ შეკრებილები, ყველა უბრალო ხალხი ვართ. პოლიტიკა ჩვენ არ გვაინტერესებს და არც გვესმის. ჩვენი საქმე არის ჩვენი პურის ფულის მოპოვება.
მე პირადად თბილისის მერიაში რამდენჯერმე დავრეკე, არავინ მიპასუხა. ჩვენ ველოდებით თბილისის მერიის წარმომადგენელს. მოვიდეს ვინმე მერიიდან და გვითხრას, რით დაგვეხმარება და როგორ დაგვეხმარება. მე პირადად საწყობში ტანსაცმელი მქონდა და ახლა კი მხოლოდ ბანკის ვალი დამრჩა, მეტი არაფერი.
დღეს, ჩვენ გვინდოდა იმ ადგილების ნახვა, სადაც ჩვენი საქონელი ინახებოდა, რადგან ზოგი ამბობს, რომ საქონელი მოპარულიაო… დამწვარი საქონელი ხომ უნდა ყოფილიყო! – ჩვენ ადგილზე ვერ შევედით. ამხელა ტერიტორია ისე არ დაიწვებოდა, ძალიან დიდი ტერიტორიაა“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
ცნობისთვის, ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, დღეს დილით ხმაური იყო. ხმაური და დაპირისპირება ბაზრობაზე დასაქმებულებსა და პოლიციას შორის მოხდა. დასაქმებული პირები შესვლას ითხოვდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც სასაწყობე ფართებს ფლობდნენ, რადგან მათივე განმარტებით, ხანძარს გადარჩენილი სავაჭრო საქონლის გამოტანა სურდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

საგარეო უწყება – ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ნიკა ჩიტაძე – ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება საინფორმაციო ომს აგებს და ეს არის პრობლემა – „ქართული ოცნება“ აჯერებს ხალხს, რომ თუ არ იქნებიან ხელისუფლებაში, იქნება ომი, „ნაცები“ დაბრუნდებიან, ევროპა ქართველობას გვართმევს