“სურს თუ არა კვარაცხელიას “ნაპოლის” დატოვება? – სიომინის კომენტარი

ცნობილმა რუსმა სპეციალისტმა იური სიომინმა Metarantings-თან ინტერვიუში “ნაპოლის” გარემარბის, ს შესახებ ისაუბრა.
სიომინის თქმით, კარგი იქნება, თუ “კვარა” “პარტენოპეიში” კიდევ რამდენიმე სეზონს გაატარებს.
“ეჭვგარეშეა, რომ სერია A-ში შესანიშნავად თამაშობს, ნეაპოლში იდეალურადაა. მართალია, თავად ყველაზე კარგად იცის თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ “ნაპოლის” დატოვება კარგი გადაწყვეტილება იქნება”, – განაცხადა სიომინმა.
შეგახსენებთ, იური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიას 2018/2019 წლების სეზონში მოსკოვის “ლოკომოტივში” წვრთნიდა.