რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი მაღალსართულიანი შენობები, კერძო სახლები, სუპერმარკეტი, სკოლა და ავტომობილები. ზოგიერთ ადგილას ხანძარი გაჩნდა, რომელსაც ჩვენი მაშველები აქრობენ“, – დაწერა მან „ტელეგრამის“ არხზე.
