ისრაელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

იერუსალიმის შემოგარენში ძლიერი ხანძარია – ისრაელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ცეცხლის ჩასაქრობად საერთაშორისო დახმარება ითხოვა. ხანძრის გამო დაიხურა მთავარი ავტომაგისტრალი და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იტალია და ხორვატია ხანძრის ჩასაქრობად სამ სახანძრო თვითმფრინავს გაგზავნიან. ამასთან, ისრაელმა დახმარება საბერძნეთს, კვიპროსსა და ბულგარეთსაც სთხოვა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის ლოკალიზებისა და ლიკვიდაციის სამუშაოებში 120 სახანძრო და სამაშველო სამსახურის ათეულობით ჯგუფი და ვერტმფრენია მობილიზებული.
სამაშველო ოპერაციებს ქვეყნის სამხედრო ძალებიც უწევენ დახმარებას.
პოლიციის განცხადებით, ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაშავდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში