უკრაინასა და აშშ-ს შორის წიაღისეულზე შეთანხმება, შესაძლოა, დღეს გაფორმდეს – Bloomberg

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, სა და -ს შორის წიაღისეულზე შეთანხმება, შესაძლოა, დღეს, 30 აპრილს, გაფორმდეს.
Bloomberg მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეთანხმების დოკუმენტი თითქმის მზადაა ხელმოსაწერად. წიაღისეულზე შეთანხმების დოკუმენტის დასასრულებლად ვაშინგტონში გაემგზავრა უკრაინის ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო.
Bloomberg-ის ცნობით, შეთანხმების პროექტში საუბარია საინვესტიციო პროექტების მართვის ერთობლივი ფონდის შექმნაზე, რომელმაც ინვესტიციები უნდა მიიზიდოს უკრაინის ენერგეტიკის, სამთო მოპოვებისა და მასთან დაკავშირებულ სექტორებში.
Bloomberg-ის თანახმად, შეთანხმების პროექტში აღნიშნულია, რომ დოკუმენტი მხარს უჭერს ს ევროკავშირისკენ სწრაფვას.
გამოცემის ცნობით, შეთანხმების პროექტი გამორიცხავს წარსულში აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას და ამერიკული მხარე ფონდში თავის შენატანად მხოლოდ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გაღებულ სამომავლო სამხედრო დახმარებას აღიარებს.
იშვიათ მინერალებთან დაკავშირებით აშშ-სა და უკრაინას შორის შეთანხმების შესახებ ცნობილი თებერვალში გახდა. ერთობლივად უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინის ეკონომიკის აღდგენისთვის. ამ ფონდში აკუმულირდება უკრაინის ბუნებრივი რესურსების მნიშვნელოვანი წილი. უკრაინის ბუნებრივი რესურსების პოტენციური შემოსავლიდან კი ამერიკა წილს მიიღებს.
გარიგების პუნქტებმა დროთა განმავლობაში სახე იცვალა. ზელენსკიმ უარი თქვა აშშ-ის პრეზიდენტის ს ადმინისტრაციის მოთხოვნაზე, გადაეცა აშშ-სთვის უკრაინის 500 მილიარდი დოლარის ღირებულების მინერალები, ომის დროს ამერიკის დახმარების სანაცვლოდ. დღის წესრიგში გარიგების გამარტივების საკითხი დადგა. თუმცა 28 თებერვალს თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა, რა დროსაც შეთანხმებისთვის ხელი უნდა მოეწერათ, მწვავე პოლემიკის ფონზე წარიმართა და ე.წ. მინერალების შეთანხმებაც არ გაფორმებულა.
17 აპრილს უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს ეკონომიკური პარტნიორობისა და რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმების მიღწევის განზრახვას.
მემორანდუმს ცალ-ცალკე, დისტანციურად მოაწერეს ხელი აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა და უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ.
მემორანდუმის ტექსტის ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა აპირებენ შექმნან საინვესტიციო ფონდი რეკონსტრუქციისთვის, როგორც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის ნაწილი.
მემორანდუმი აღიარებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი ფინანსური და მატერიალური დახმარება გაუწია უკრაინას 2022 წლის თებერვალში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ფოტო: AP Photo/Mariam Zuhaib