სელფი მობაილი „ქოლგა თბილისი ფოტო 2025“-ის პარტნიორია

სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, რეგიონში ყველაზე გამორჩეული ფოტოხელოვნების ფესტივალის, „ქოლგა თბილისი ფოტო 2025“-ის პარტნიორი და მობილური ფოტოგრაფიის კატეგორიის სპონსორია.
ფოტოხელოვნების სფეროს განვითარების მიზნით, ქოლგა თბილისი ფოტო უკვე 23 წელია რაც აერთიანებს დამწყებ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან. წელსაც, ტრადიციულად, ფესტივალი უმასპინძლებს საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებს და საზოგადოებას გააცნობს რჩეულ ფოტონამუშევრებს.
ფოტოკონკურსის კვირეული იხსნება დაჯილდოების ცერემონიალით, სადაც საერთაშორისო ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, საუკეთესო ერთი კადრი და მობილური ფოტო. ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება მასტერკლასები, ვორქშოფები, სემინარები და დისკუსიები.
„სელფი მობაილის მოწოდებაა ხელი შეუწყოს ადამიანებს შორის გულწრფელ კავშირსა და ურთიერთობას. ფოტოხელოვნება სწორედ ასეთი კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობად მიგვაჩნია, ხოლო საკუთრივ “ქოლგა თბილისი ფოტო” – პლატფორმად, რომელიც სხვადასხვა კულტურას შორის დიალოგის შესანიშნავი ფორმატია,” – აცხადებენ სელფი მობაილში.
ფესტივალი იმართება 2-6 მაისს. გაეცანით პროგრამას ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და რამხელა ფასი აქვს მშვიდობას – გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი, რადგან დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს

ირაკლი კობახიძე „ლელო“-გახარიას კანდიდატზე – თბილისში ჩვენი ამოცანა მერის შემთხვევაში პირველივე ტურში არჩევნების მოგებაა, საკრებულოში კი მინიმუმ, 38 მანდატის მიღება – გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ამ მიზანთან ახლოს ვართ