საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას ტოვებს. ,,კომერსანტი“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ფონდის პრეს-სამსახურს დაუკავშირდა. მათი განცხადებით, დავით ტაბიძე პოსტს ტოვებს, თუმცა ოფიციალურ განცხადებას დღის ბოლოს გააკეთებს.
,,კომერსანტისთვის“ ცნობილია, რომ დავით ტაბიძე ამ დროისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფება. სწორედ შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი მისი გადაწყვეტილების შესახებ.
დავით ტაბიძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს 2021 წლის სექტემბრიდან იკავებს. მანამდე, 2019 წლის ოქტომბრიდან იყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე.
