თბილისის საზღვრების აღმნიშვნელი ახალი აბრები დედაქალაქის ოთხ შემოსასვლელთან განთავსდება

დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი მანიშნებლების გასაახლებლად, კონკურსი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და ნებისმიერ მსურველს საკუთარი წინადადების წარდგენის საშუალება ექნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, არსებული ცხრა შემოსასვლელიდან დადგინდა ოთხი ლოკაცია, სადაც დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრები განახლდება. ესენია: მცხეთიდან, კახეთიდან, რუსთავსა და მარნეულიდან არსებული შემოსასვლელები.
„თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, დავალების შესაბამისად, დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი მანიშნებლების განახლების მიზნით, კონკურსის გამოცხადებისთვის საჭირო პროცედურები უკვე ჩატარდა. არსებული ცხრა შემოსასვლელიდან დადგინდა ოთხი ლოკაცია, სადაც ახალი მანიშნებლები განთავსდება: მცხეთიდან, კახეთიდან, რუსთავიდან და მარნეულიდან. შემუშავდა ქალაქის დასახელების აღმნიშვნელი მხატვრულ-არქიტექტურული კომპოზიციის ესკიზების საკონკურსო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, კონკურსანტებმა საკონკურსო მასალები უნდა წარმოადგინონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, კონკურსი სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამოცხადდება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ნიკა მელია დაჭერილი კაცია და არ მინდა, რაღაც ისე გამომივიდეს დაკავებულ ადამიანზე – მისი საქციელი და ქმედებები არაადეკვატურია, ის იმ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელია, რომელიც გარედან იმართება

ლევან სანიკიძე – მე საერთოდ არ ვიმსჯელებ ამ იდიოტიზმზე, რაც მხოლოდ თბილისში არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან არის დაკავშირებული – ჩვენი მიზანი არის ივანიშვილს წავართვათ საქართველო და არა თბილისი

ლევან ხაბეიშვილი – დიდი სიამოვნებით მივიდოდი „კომისიაზე“ და თავს მოვაჭამდი წულუკიანს, რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, გიორგი გახარია გარიგდა ივანიშვილთან იმის სანაცვლოდ, რომ თავისუფლად იაროს – არ მინდა დავუშვა, რომ „ლელოც“ გარიგდება

ისრაელის ელჩი – ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს – სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ